”დენტალ მედი” გთავაზობთ პროფესიონალურ დიაგნოსტიკას სტომატოლოგიაში

RVG (ციფრული რადიოვიზიოგრაფი) -ს საშუალებით შეგვიძლია კბილის სურათის მიღება კომპიუტერის მონიტორზე, რაც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ კბილისა და კბილის ირგვლივი ქსოვილების მდგომარეობა, შევადგინოთ მკურნალობის სწორი გეგმა, მოვახდინოთ მუდმივი კონტროლი მკურნალობის პროცესში და შევაფასოთ შორეული შედეგები.

RVG დიაგნოსტიკა უსაფრთხოა ორსულებსა და ბავშვთა ასაკში.

აპექსლოკატორით ვადგენთ ფესვის არხის ზუსტ სიგრძეს.

ელექტროოდონტოდიაგნოსტიკით ვიგებთ კბილის პულპის (ნერვის) სიციცხლისუნარიანობას, ვატარებთ დიფერენციალურ დიაგნოსტიკას კბილის სხვადასხვა დაავადებებს შორის და ვგეგმავთ სწორ მკურნალობას.

კარიეს-ინდიკატორის გამოყენება კარიესის მკურნალობის დროს მაქსიმალურად ზოგავს კბილის ჯანმრთელ ქსოვილს, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ბჟენის (პლომბის) მიმაგრების ხარისხს და ახანგრძლივებს მის არსებობას პირის ღრუში.

მაშინ, როდესაც პაციენტი ზუსტად ვერ უთითებს რომელი კბილია მტკივნეული, მარკერად ვიყენებთ MIRATRY SPRAY -ს.

ჩვენს კლინიკაში არსებული სადიაგნოსტიკო აპარატურა გვეხმარება დიაგნოზის სწრაფად, სწორად და უმტკივნეულოდ დასმაში, რაც განაპირობებს კბილის სხვადასხვა დაზიანებების ადრეულ სტადიაში აღმოჩენასა და მკურნალობას.
ნავიგაციის დამალვა