ქირურგიული სტომატოლოგია – მეცნიერებაა პირის ღრუს ორგანოების და ყბა-სახის მიდამოს დაავადებების აცილების, დიაგნოსტიკის და ამ დაავადებების დროს მკურნალობის ქირურგიული და სხვა მეთოდების გამოყენების შესახებ.

დაავადების ხასიათის მიხედვით, ქირურგიული სტომატოლოგიის მეთოდები გამოიყენება ყბა-სახის მიდამოს ანთებითი დაავადებების, მექანიკური დაზიანებების, სიმსივნური პროცესების, თანდაყოლილი და შეძენილი დეფექტების და დეფორმაციების დროს.

კბილის ექსტრაქცია (ამოღება) – საკმაოდ რთული და არაპროგნოზირებადი ქირურგიული ოპერაციაა. როგორც ყველა სხვა ოპერაცია, მასაც აქვს პოსტოპერაციული პერიოდი. ზუსტად ამ პერიოდში, გამოჯანმრთელების მხრივ, განსაკუთრებული როლი აკისრია თავად პაციენტს.

დაშლილი კბილების ამოღება ყველაზე გავრცელებული ქირურგიული პროცედურაა.

კბილის ამოღებისას ჩვენ ვიყენებთ სპეციალურ ინსტრუმენტებს, რათა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ძვლოვანი ქსოვილი. მისი დაზიანების გარეშე ამოღებული კბილის შემთხვევაში შეიძლება მაშინვე იმპლანტის ჩადგმაც.

ქირურგიული სტომატოლოგია ითვალისწინებს პირის ღრუში განვითარებული პათოლოგიური პროცესების ქირურგიული გზით მკურნალობას.

კბილის ამოღება ხდება იმ შემთხვევაში, თუკი:

  • კბილი დაშლილია ან მოტეხილია ისე, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია.
  • ფესვზე განვითარებული ინფექციური პროცესის მკურნალობა ვერ ხერხდება ენდოდონტიური გზით.
  • კბილი ხელს უშლის სხვა კბილის ამოჭრას (მაგ. სარძევე კბილი).
  • ხელს უშლის ორთოდონტიული მკურნალობის ჩატარებას.

კბილის ამოღების შემდეგ ჭრილობის შეხორცების გარანტს წარმოადგენს სისხლის კოლტი, რომელიც ჭრილობაში ჩამოყალიბდება სისხლდენის შეჩერების შემდეგ. გართულებების თავიდან ასაცილებლად ძალიან მნიშვნელოვანია კოლტი არ დაზიანდეს და სისხლდენა არ განახლდეს. ამისათვის თავი აარიდეთ კბილის ამოღების დღეს ფიზიკურ დატვირთვას, ცხელ საკვებს და სასმელს, მოწევას, მაგარ საკვებს.

ჩვენს კლინიკაში კბილების მარტივი ამოღების (ექსტრაქცია) გარდა ტარდება რთული, რეტინირებული კბილების ამოღება (კბილი, რომელიც ძვალშია ან ღრძილითაა დაფარული და გარკვეული მიზეზების გამო ვერ ხდება მისი ამოჭრა). ასევე დენტალური იმპლანტაცია, სინუს-ლიფტინგი( ძვლის პლასტიკა, ჰაიმორის წიაღის ფსკერის ამაღლების ოპერაცია); ფესვის მწვერვალის რეზექციისა და პარადონტოლოგიური ოპერაციები.

ნავიგაციის დამალვა