ორთოდონტია – სტომატოლოგიის დარგია, რომელიც შეისწავლის ყბა-სახისა და კბილთა სისტემის ანომალიების ეტიოლოგიას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას.

ორთოდონტული მკურნალობის ძირითადი მიზანია ყბა-კბილთა სისტემის ფორმის გაუმჯობესება — კბილების ან კბილთა მწკრივის გადანაცვლება,თანკბილვის რეგულირება, ქვედა ქბის სახსრების ფუნქციის მოწესრიგება, საღეჭი კუნთების ფუნქციის გააქტივება და სხვა.

მკურნალობა ტარდება სათანადო ორთოდონტული აპარატებით (მექანიკური, ფუნქციური და კომბინირებული) ქირურგიულ და ფიზიოთერაპიულ მკურნალობასთან ერთად, საჭიროების შემთხევაში.

სასურველია, მკურნალობა ადრეული ასაკიდან დაიწყოს, მუდმივი კბილების ამოსვლის შემდეგ, რათა უზრუნველვყოთ ყბა-კბილთა სისტემისა და პირისახის ნორმალური ფორმირება.

არსებობს უამრავი მიზეზი თუ რატომ უნდა გავისწოროთ კბილები. დახრილი და კბილთა მწკივში მჭიდროდ მდგომი კბილები არ იძლევა კბილების კარგად წმენდის საშუალებას, რის შედეგადაც ჩნდება ნადები, ვითარდება კარიესი, უარესდება ღრძილების მდგომარეობა და შეიძლება კბილების დაკარგვამდეც მივიდეთ.

სხვა სახის ორთოდონტიულმა პრობლემებმა შეიძლება გამიწვიოს კბილის ქსოვილების ცვეთა, ღეჭვითი ფუნქციის დარღვევა, კბილის ირგვლივ მდებარე რბილი ქსოვილების და ძვლის გადატვირთვა და ყბის სახსრის არასწორი განლაგება.

ამან საბოლოოდ შეიძლება გამიწვიოს ქრონიკული სახისა და თავის ტკივილი. ამიტომ, ორთოდონტთან დროული კონსულტაცია თავიდან აგარიდებთ ბევრ შესაძლო გართულებას.

ჩვენს კლინიკაში ორთოდონტიული მკურნალობის ყველა მეთოდი კონსულტაციისა და საჭირო გამოკვლევის შესაფუძველზე, წარმატებით გამოიყენება პაციენტებში. ვრცლად ამ მეთოდებისა და ორთოდონტიული აპარატების შესახებ ჩვენს გვერდზე წაიკითხავთ.

ნავიგაციის დამალვა