ორთოპედიული სტომატოლოგია არის სტომატოლოგიის ნაწილი, რომელიც ემსახურება ყბა-კბილთა სისტემის მთლიანობის დარღვევის დიაგნოსტიკას და მკურნალობას.

ორთოპედიული მკურნალობის შედეგად ხდება კბილთა მწკრივი დეფექტების შევსება, რაც საშუალებას გვაძლევს აღვადგინოთ, როგორც დარღვეული ღეჭვითი ფუნქცია, ასევე ესთეტიკური ეფექტი.

ორთოპედიული მკურნალობის დროს ვიყენებთ როგორც მოსახსნელ, ასევე არა მოსახსნელ კონსტრუქციებს. მოსახსნელია – სრული ფირფიტოვანი და ნაწილობრივი ფირფიტოვანი პროტეზები და ბიგელები. მოუხსნელი – ხიდები და ცალკეული გვირგვინები.

კონსტრუქცია მზადდება როგორც მეტალოკერამიკის , ასევე ცირკონის ოქსიდისა და დაპრესილი კერამიკისგან.

კონსტრუქციებით მკურნალობის დაწყებამდე ხდება ალვეოლური მორჩისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის შესწავლა, რის შემდეგაც ვაკეთებთ ამ მიდამოებში არსებული დეფექტების კორექციას (ალვეოლური მორჩის კორექცია, პირის ღრუს კარიბჭის ჩაღრმავება, იმ კბილების ფესვების ექსტრაქცია, რომლებიც მკურნალობას არ ექვემდებარება და თერაპიული მომზადება).

აბსოლუტური უკუჩვენება ორთოპედიულ მკურნალობას არ გააჩნია. თუმცა როგორც ყველა მექანიკურ ჩარევას, მასაც აქვს ადაპტაციის პერიოდი, ანუ როგორ მოხდება შეგუება პირის ღრუში მოსახსნელ თუ მოუხსნელ კონტრუქციასთან. თუმცა ეს პერიოდი შედარებით მცირეა. რამდენიმე დღეში პაციენტი ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

ნავიგაციის დამალვა