პაროდონტიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა

პაროდონტი არის ქსოვილთა კომპლექსი, რომელიც გარს ეკვრის კბილს. კერძოდ, ღრძილი, ძვალსაზრდელა, ყბის ძვალი და კბილის ირგვლივი იოგი. კბილის ფესვი კი იმყოფება ყბის ძვალში, რომელსაც ალვეოლა ეწოდება. პერიოდონტი არის მაკავშირებელი იოგი ძვალსა და ალვეოლას შორის.

პაროდონტის ანთებითი დაავადებების წარმოქმნაში უდიდეს როლს ასრულებს კბილის რბილი და მაგარი (ე.წ. ქვები) ნადები. პაროდონტოლოგიური დაავადებებიდან ყველზე ხშირად გვხვდება გინგივიტი და პაროდონტიტი.

პაროდონტოლოგიური დაავადებების ძირითადი გამომწვევი მიზეზებია:

  • პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენა;
  • კბილის რბილი და მკვრივი ნადების არსებობა;
  • მიკროორგანიზმები და მათ მიერ წარმოქმნილი ტოქსინები;
  • თანკბილვის დარღვევები;
  • არასწორი კვება;
  • ქრონიკული დაავადებები (დიაბეტი, კუჭ-ნაწლავის დაავადებები და ა.შ.);
  • სტრესი;
  • იმუნიტეტის დაქვეითება.

პაროდონტის დაავადებასთან დაკავშირებული სტატისტიკა — ზრდასრული მოსახლეობის 98% და მოზარდთა 83% მისთვის დამახასიათებელი ამა თუ იმ ნიშნის მატარებელია.

დაავადება შეიძლება მოიცავდეს მთელ კომპლექსს, ან ქსოვილთა მხოლოდ ნაწილს, შეიძლება იყოს ანთებადი ან დისტროფიული ხასიათის.

გინგივიტი – ღრძილის ანთება პაროდონტის მთლიანობის დარღვევის გარეშე. დაწყებითი სტადია პაროდონტის დაავადებების, როცა ანთებითი პროცესი შემოიფარგლება დვრილების დაზიანებით. ღრძილი და ღრძილის კიდე არის ჰიპერემირებული, სისხლმდენი შეხებისას და წმენდის დროს.

გინგივიტი და პაროდონტიტი ერთმანეთთან დაკავშირებული ფორმებია. ანთებითი პროცესი თავიდან იწყება ღრძილიდან (გინგივიტი) და დროთა განმავლობაში ვრცელდება კბილის ირგვლივ იოგსა და ძვლოვან ქსოვილზე (პაროდონტიტი).

პაროდონტიტი იკურნება და შესაძლებელია კბილების შენარჩუნება მთელი ცხოვრების მანძილზე, მთავარია დროული დიაგნოსტიკა და შესაფერისი მკურნალობა. მკურნალობის ეფექტის შესანარჩუნებლად კი აუცილებელია მუდმივად პროფილაქტიკურ ვიზიტებზე სიარული, რომ არ მოხდეს დაავადების რეციდივი.

გინგივიტის და პაროდონტიტის მკურნალობა დიაგნოსტიკით იწყება, ისმევა დიაგნოზი და დგება მკურნალობის გეგმა. მკურნალობა მრავალფეროვანია: ღრძილქვეშა წმენდა, ლაზერით მკურნალობა, ვექტორით მკურნალობა, ქირურგიული მკურნალობა, რბილი და მაგარი ქსოვილების გადანერგვა და ა.შ.

ნავიგაციის დამალვა