მშობლებო, თქვენი პატარას ადრეული ვიზიტი სტომატოლოგთან და სწორად დაცული ჰიგიენა, სარძევე და შემდგომ, მუდმივი კბილების დაზიანების პრევენციაა!

ჯანსაღი სარძევე კბილები აუცილებელია ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური განვითარებისთვის — სრულფასოვანი ღეჭვისა და მეტყველების, ასევე მაღალი თვითშეფასებისათვის.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელი სარძევე კბილების შენარჩუნება მათ ბუნებრივ მოცვლამდე. უნდა გაითვალისწინოთ, რომ მათ ქვეშ, ძვლოვან ქსოვილში განლაგებულია მუდმივი კბილების ჩანასახები, რომლებიც შესაძლოა დაზიანდეს სარძევე კბილების დიდი დაზიანებისა და ადრეული ამოღების, ანუ ექსტრაქციის შედეგად.

მნიშვნელოვანია სარძევე კბილების სწორი განლაგება კბილთა რკალში და ბუნებრივ მოცვლამდე დიდ ხანს ქონა, რადგან მუდმივ კბილებს საკმარისი ადგილი ჰქონდეთ ამოსაჭრელად. მათი ნაადრევი ამოღების შემთხვევაში თავისუფალი ადგილისაკენ გადაინაცვლებს მეზობელი კბილები და სივრცის უკმარისობის გამო მუდმივი კბილი არასწორად ამოიჭრება.

თუ კბილთა რკალში სარძევე კბილების სიმჭიდროვე აღინიშნება კბილების არასწორად ამოჭრის გამო, ალბათობა დიდია, რომ მუდმივი თანკბილვაც პრობლემატური იქნება ამ მხრივ. მიზანშეწონილია, თუ დაგეგმავთ თქვენი პატარას დროულ ვიზიტს როგორც ორთოდონტთან, ასევე თერაპევტთან, რადგან კბილთა მჭიდრო და არასწორი დგომა კარიესისა და კბილების სხვა დაზიანებების საწინდარია.

სარძევე კბილებს შორის ბუნებრივად უნდა არსებობდეს სივრცეები (ტრემები), რადგან მუდმივი კბილის გვირგვინი უფრო დიდია და მეტი სივრცე დასჭირდება რკალში. ეს სივრცეები ასევე აადვილებს წმედას და ნერწყვს საშუალებას აძლევს ბუნებრივად ჩამორეცხოს კბილებს შორის დარჩენილი საკვების ნარჩენები. მჭირდოდ დგომის შემთხვევაში კი ეს პრობლემატურია და განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს პირის ღრუს ჰიგიენის დაცვაზე, რადგან ამ შემთხვევაში კარიესი ადვილად ჩნდება და სწრაფად ვითარდება.

დღეში ორჯერ კბილების გახეხვა, ჯანსაღი კვება, ტკბილეულისა და ფუნთუშეულის შეზღუდვა და პროფილაქტიკური ვიზიტი სტომატოლოგთან 6 თვეში ერთხელ აუცილებელია თქვენი პატარას კბილების სწორად განვითარებისთვის.

ჩვენი გუნდის მიზანია :

  • პატარას კბილებზე დროული ზრუნვა;
  • კარიესისა და კბილის სხვა დაზიანებების პრევენცია;
  • კბილის დაზიანების ხარისხის სწრაფი და სწორი დიაგნოსიკა,მკურნალობა;
  • ჰიგიენის დაცვის სწორად სწავლება, როგორც ბავშვის, ასევე მშობლებისთვის;
  • თბილი და მზრუნველი გარემოს შექმნა თქვენი პატარასთვის.
ნავიგაციის დამალვა