პირის ღრუს ირიგატორი შეუცვლელი ნივთია

პირის ღრუს ირიგატორი შეუცვლელი ნივთია

თუ თქვენ გაქვთ ვინირები, ხელოვნური გვირგვინები ან იმპლანტები, გადიხართ ბრეკეტებით მკურნალობას, მაშინ აუცილებლად უნდა გქონდეთ ეს არაჩვეულებრივი აპარატი, რადგან პირის ღრუს ყველა ეს კონსტრუქცია ართულებს ჰიგიენის დაცვას.

ირიგატორში წყლის წნევის საშუალებით ხდება კბილთაშუა სივრცეების, კბილის ზედაპირების, ღრძილების, ენის და ლოყების გაწმენდა.

სასურველია წყალს დაუმატოთ პირის ღრუს სამკურნალო ბალზამები ან ანტისეპტიკური სითხეები.

ირიგატორი არის როგორც სტაციონარული ანუ სახლში გამოსაყენებელი, ასევე პორტატული.

ირიგატორის გამოყენება აუცილებელია პირის ღრუში არსებული მოუხსნელი კონსტრუქციების ან ნაწილობრივ მოსახსნელი კბილის პროთეზების, გვირგვინების, ვინირების, იმპლანტების და ბრეკეტებით მურნალობის დროს.

ჩამოთვლილი ორთოპედიული და ორთოდონტიული კონსტრუქციები ართულებენ პირის ღრუს ჰიგიენის ხარისხიანად დაცვას, რაც შემდგომში აისახება კბილების და ღრძილების ჯანმრთელობაზე.
ამ მიდამოებში ნადების დაგროვებამ შესაძლოა გამოიწვიოს ყელის კარიესი, გინგივიტი, პაროდონტიტი და სხვა დაავადებები. უსიამოვნო პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ ირიგატორი.

აპარატიდან გამოსულ წყლის ჭავლს შეუძლია საკვების ნარჩენების და რბილი ნადების მოცილება ყველა რთულად მისადგომი ადგილიდან, რაც არ შეუძლია არც ჩვეულებრივ ან ელექტრო ჯაგრისს.

ირიგატორს სხვადასხვა დანიშნულების თავები აქვს:

  • ძირითადი კბილთაშუა სივრცეებისათვის და ღრძილების მასაჟისათვის;
  • ენის ჰიგიენისათვის;
  • პათოლოგიური ჯიბეების;
  • ბრეკეტების ირგვლივ სივრცეების;
  • ხელოვნური გვირგვინების;
  • იმპლანტების;
  • ხიდისებრი კონსტრუქციების;
  • ვინირების გასაწმენდად .

ამას გარდა შესაძლებელია სპეციალური თავების შეძენა კბილების პოლირებისა და გათეთრებისათვის. საკმარისია რამოდენიმეს შეძენაც.

გახსოვდეთ! ირიგატორის გამოყენებამდე აუცილებელია ჩაიტაროთ კბილების პროფესიული წმენდა ექიმ-სტომატოლოგთან, რადგან ქვების არსებობისას ვერ ხდება პირის ღრუს სრულფასოვანი ირიგაცია( გამორეცხვა).

ირიგატორთან ერთად გამოიყენეთ სხვა ჩვეული ჰიგიენის საშუალებები!

ირიგატორის გამოყენება ჯაგრისის, ფლოსებისა და სხვა ჰიგიენური საშუალებების გამოყენების შემდეგ ხელს უშლის კბილის ქვის ჩამოყალიბებას და აქრობს პირის ღრუში უსიამოვნო სუნს.

ჩვენ გირჩევთ!

შეძენის მსურველებმა მოგვმართეთ: 214 71 72 ან 570 90 30 86.

DentalMedi

სტომატოლოგიური ცენტრი “დენტალმედი” გამოცდილი და სერტიფიცირებული სპეციალისტებით დაკომპლექტებული სტომატოლოგიური დაწესებულებაა! უმაღლესი სტანდარტი ჩვენს კლინიკაში პრიორიტეტულია, ამიტომ აპარატურას, მასალას, პრეპარატებს და კვალიფიციურ კადრებს ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა!
ნავიგაციის დამალვა